- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
- 1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. 2. ჩხრეკა, ამოღება, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება, საფოსტოსატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, სატელეფონო საუბრის მიყურადება და კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან ინფორმაციის მოხსნა, ქონებაზე ყადაღის დადება და ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საპროცესო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მოსამართლემ უნდა შეამოწმოს მისი კანონიერება და დასაბუთებულობა ჩატარებიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს. 3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები. 4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს. 5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.